ახალი ამბები
ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია დროებით შეწყდა
FaceBook
ზესტაფონის რაიონულ პროკურატურასთან,  ქალაქის მერის, კახაბერ მახათაძის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების მითხოვნით შეკრებილებს, რაიონული პროკურორის მოადგილე არ შეხვდა. აქციის მონაწილეების თქმით, როინ ტყაბლაძემ მათ ამით შეურაცხყოფა მიაყენა.

"ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა. როინ ტყაბლაძემ აბუჩად აიგდო ეს ხალხი. ჩვენ ახლა დავსახავთ ახალ გეგმებს, თუ რა ფორმით გავაგრძელებთ პროტესტს", - აცხადებს აქციის ერთ -ერთი მონაწილე, ადვოკატი კახა შავგულიძე.

აქციის მონაწილეები ქუთაისის საოლქო პროკურატურაში მისვლას  არ გამორიცხავენ.

ზესტაფონში ქალაქის მერის მიმართ პროტესტი მუნიციპალიტეტის შენობასთან დაიწყო. თუმცა, იმის გამო, რომ ზესტაფონის მერი შვებულებაში იმყოფება, აქციის მონაწილეებმა რაიონულ პროკურატურასთან გადაინაცვლეს და კახაბერ მახათაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვეს.

მათი თქმით, მახათაძის მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თუმცა, პროკურატურა მასზე ძებნას არ აცხადებს. მათივე თქმით, ასეთი მერი ქალაქს არ უნდა მართავდეს და იგი უნდა გადადგეს.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

ამავე თემაზე:

ზესტაფონში აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობაში შეიჭრნენ (ვიდეო)

"მერი უნდა ვაიძულოთ, რომ დატოვოს თანამდებობა" - საპროტესტო აქცია ზესტაფონში (ვიდეო)

დღეს, ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის გადადგომას ითხოვს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.