ქუთაისში, თეთრ ხიდზე ამოტვიფრულ ტერენტი გრანელის ლექსზე შეცდომით
ავტორად დაწერილი კოლაუ ნადირაძე წაშალეს და ციტატას რეალური ავტორი
მიაწერეს.
თუმცა, შეცდომის გამოსწორების შემდეგ ფილაზე ხარვეზებია.
"ფილაზე ხარვეზი ამ სახით არ დარჩება და
გამოსწორდება," - აცხადებენ მერიაში.
შეცდომის გამოსწორების მიზეზით ხიდის ნაწილი დროებით გადაკეტილი იყო.
თუმცა, დღესაც ხიდის ნაწილი რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული და
გადაკეტილია. მერიაში განმარტავენ, რომ ხიდზე კოსმეტიკური სამუშაოები
მიმდინარეობს, სხვა არსებული ხარვეზი სწორდება და ამ მიზეზითაა ისევ
გადაკეტილი.
თეთრი ხიდი საზეიმოდ 3 ნოემბერს გაიხსნა.
მალევე აღმოჩნდა, რომ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრული
ლექსის ავტორები აერიათ. ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ
ნადირაძე იყო მითითებული.
შეცდომა აკაკი მამრიკიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ინფორმაცია
სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ამავე თემაზე:
თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ
ნადირაძე მიაწერეს
ახლადგახსნილი თეთრი ხიდი ნაწილობრივ
გადაკეტილია
მასალის გამოყენების პირობები