ქუთაისის მერია ასათიანის ქუჩაზე, სადაც ღია ტიპის სანიაღვრე გასულ
წელს მოეწყო, სამუშაოებს ხელახლა ჩაატარებს.
მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე სრულად მოხდება ძველი არხის დემონტაჟი და
გაკეთდება ახალი სანიაღვრე.
სამუშაოებისთვის ტენდერი (NAT180017028) უკვე გამოაცხადდა.
განმეორებითი სამუშაოების საჭიროებას მერია წიან ხელისუფლების დროს
დაშვებული შეცდომებით ხნის. კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ,
რომ ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" დახურულის ნაცვლად ღია არხი
მოაწყო.
მაშინ ამ სამუშაოებისთვის 315 000 ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან
დაიხარჯა.
ამჯერად მერია არხთან ერთად ტროტუარებსაც მოაწყობს, რისთვისაც ჯამში 1
583 020 ლარს დახარჯავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტროტუარებზე დეკორატიული ფილები
დაიგება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. ბეტონის ბორდიურებით
შემოიფარგლება ხის ნარგავები.
სამუშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს.
ასათიანის ქუჩა წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სამ
წელზე მეტია გადათხრილია. სანიაღვრე არხის მოწყობასთან დაკავშირებით
დაწყებული გამოძიება კი ამ დრომდე არ დასრულებულა.
"უხარისხოდ
შესრულებული სამუშაოები და გაფლანგული 300 000 ლარი"
– ნახეთ
აქ
მასალის გამოყენების პირობები