ქუთაისში, თეთრ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ლაქის გადასმა
დაიწყეს.
შედეგად, ჟანგისფერი ლითონი უფრო მუქი გახდა.
ფოტო: ონისე
მელქაძე
მერიამ უკვე დაანონსა რეაბილიტირებული ხიდის გრანდიოზული გახსნა.
3 ნოემბერს ხიდი ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე დადგმული
პერსფორმანსით გაიხსნება. ასევე, წარმოდგენას გამართავს გოგი
ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი. ღონისძიებას კი
ქუთაისის საოპერო გუნდი დაასრულებს.
თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან
დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისელები ხიდის გასხნას, რომელიც საბოლოოდ მათ უმრავლესობას არ
მოეწონა, ხუთი თვეა ელოდებიან.
ამავე
თემაზე:
როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი
ხიდი
განახლებული
თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)
რას
ფიქრობენ ქუთაისში განახლებულ თეთრ ხიდზე? (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები