არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლზე
პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისა და ყოფილი პრეზიდენტის,
მიხეილ სააკაშვილის აკრიკატურები გააკრეს.
პოსტერებზე ასევე გამოსახულია "ევროპული
საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე
და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
კარკატურულ ფოტოებს სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის"
წარმომადგენლები ავრცელებენ.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროცესს ქალაქის მერი,
გიორგი ჭიღვარია პირადად კურირებს, რომელიც შვებულებაში იმყოფება.
"ქალაქის მერი პირადად კურირებს ამ პროცესს და ამიტომაც გავიდა
შვებულებაში. ასევე, ჩართულია ამაში სუსი და "ქართული ოცნების"
აქტივისტები",–აცხადებენ პარტიაში.
პოსტერები აღმაშენებლის ძეგლზე დღეს გამოჩნდა.
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
"ქართული ოცნების" შტაბში კი აცხადებენ, რომ განმარტებას მალე
გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები