"ქუთაისიპოსტზე" მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მერიის
ზედამხედველობის სამსახურმა, სკვერში ნაძვის ხეების მოჭრის
ფაქტის შესწავლა დაიწყო.
საუბარია ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩა #24-ის მიმდებარედ არსებულ
სკვერში სავაჭრო ობიექტის მშენებლობაზე, რის გამოც,
ტერიტორიაზე ხეები მოიჭრა.
მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარზე
დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. პარალელურად, ზედამხედველობის
სამსახური ადგილზე მიმდინარე მშენებლობის პროექტის შესაბამისობასაც
შეამოწმებს.
"იმ შემთხვევაში თუ დადგინდება სამართალდარღვევა, როგორც მწვანე
ნარგავების განზრახ დაზიანებისა ან მშენებლობის მიმდინარეობის ფაქტზე,
გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები",-
ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.
ბუხაიძის ქუჩაზე ნაძვების მოჭრის შესახებ ინფორმაცია
ქუთაისიპოსტმა 10 ოქტომბერს გაავრცელა. ადგილზე
გადაღებულ ვიდეოში ჩანს მოჭრილი ნაძვის ტოტები, რომლებიც მთელ
სამშენებლო ტერიტორიაზეა მიმოფანტული.
ვიდეო ნახეთ აქ:
მასალის გამოყენების პირობები