ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური სტატუსი და როლი, რომელიც მას
ისტორიულად ეკუთვნის.
არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ
გაერთიანებული ოპოზცია "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის
კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, პარლამენტის წინ მხარდაჭერებთან
ერთად განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი.
"დღეს გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდგეს ამ შენობის წინ,
რომელიც გახდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეს შენობა
გახდება "ქართული ოცნების" კიდევ ერთი სიცრუისა და ქუთაისელებისადმი
ზიზღის სიმბოლო. პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი. ახლა რეგლამენტში
შეაქვთ ცვლილება, გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობებისა და
ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს.
ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური სტატუსი და როლი, რომელიც მას
ისტორიულად ეკუთვნის. არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ.
გგონიათ რეგლამენტში ცვლილების შეტანით გადაიტანთ? ვერა. რადგან თქვენ
ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ამის გარანტი ქუთაისელები
არიან", – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით,
2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის
მიზეზად სხვადასხვა არგუმენტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში
საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.
ამავე თემაზე:
2019
წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადავა
ქუთაისში
მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს
გადაეცემა
ენმ: "საპარლამენტო სტატუსის ნაცვლად უკვე მივიღეთ ორმოების
ქალაქი"
პარლამენტის
ქუთაისის შენობაში "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების
ცენტრი,
შსს-ს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო
განთავსდება
მასალის გამოყენების პირობები