პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისის საკრებულოს
"ნაციონალური მოძრაობის"
დეპუტატის ცემის ფაქტზე საგანგებო ბრიფინგი
გამართა.
ვაშაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატები ჯგუფურ თავდასხმაში
დაადანაშაულა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ეს აგრესია იმით არის გამოწვეული, რომ
ისინი არჩევნებში მარცხდებიან.
"ლაჩრულად, მხდალად დაესხნენ თავს, როგორც ჩვევიათ. ეს არ იყო მხოლოდ
ერთ პარტიაზე თავდასხმა, ეს იყო სახელმწიფოს და იდეალების
შეურაცხყოფა. თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი
გაერთიანებთ, ამიტომ ძალადობაში არასდროს გაგეჯიბრებით. თქვენი ეს
აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად მარცხდებით",
განაცხდა ვაშაძემ.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, გია უკლებას უმრავლესობის წევრებმა
19 სექტემბერს სცემეს. დაპირისპირება
თავდაპირველად მასსადა"ქართული ოცნების" დეპუტატს,
იმედა საღინაძეს შორის დაიწყო, რის შემდეგაც
ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. უკლებას მმართველი გუნდის
რამდენიმე დეპუტატი სცემდა. მათ შორის კახა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ
ჩეჩელაშვილი და ამირან კოპალეიშვილი. ასევე, მერიისა და საკრებულოს
აპარატის თანამშრომლები.
ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გია უკლებას სახის არეში დაზიანებები
აქვს მიყენებული.
ამავე
თემაზე:
ჩხუბი და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)
ქუთაისის საკრებულოს ნაცემი დეპუტატი
საკრებულოში
"ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები