იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისის
მერის პორტრეტის გამოფენაზე რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტს
გამოეხმაურნენ ქუთაისელი მხატვრები.
მათი თქმით, სიუჟეტი სიცრუეზე იყო აგებული.
"დეზინფორმაცია იყო სრული. როცა გადამიღეს ამოჭრილი იყო კადრები,
ვამბობ მე იქ, რომ საქმე გააკეთა. ისე ამოჭრეს, რომ ხალხს გაეგო
ქალაქში საქმის გაკეთებაზე ვამბობდი, არადა მე ვგულისხმობდი
მხატვრების შეკრებას და კოზენცაში წაყვანას", - ამბობს მხატვარი,
ლევან გოგიტაძე.
"ეს არის პოლიტიკური თამაში და ჩვენ უბრალოდ გავეხვიეთ ამაში.
გამოფენა არ ყოფილა, მაგრამ შექმნილი ნამუშევრებიდან თითო დარჩა
ქალაქს და ამ თითო ნამუშევრიდან საერთო გამოფენა კოზენცას თანამედროვე
ხელოვნების მუზეუმში მოხდება. დანარჩენი ნამუშევრები წამოვიღეთ და
ერთობლივი გამოფენა ქუთაისშიც გაკეთდება", - ამბობს მხატვარი, გიორგი
ჭიღლაძე.
იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისელი მხატვრებისთვის გამართული
ვორქშოპის დახურვას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე-მერებიც
დაესწრნენ.
დახურვის საღამოს მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად
ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც
გამოიფინა.
ისინი ვორქშოპის ფარგლებში ქუთაისელმა მხატვარმა ლავენ გოგიტაძემ
დახატა.
აღნიშნული ღონისძიება იტალიის ქალაქ კოზენცას მერიის პროექტის
ფარგლებში განხორციელდა, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები