ახალი ამბები
"სამართლიანი არჩევნები" ქუთაისის მერიაში წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ არაჯანსაღ პირობებზე ანგარიშს აქვეყნებს
FaceBook
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშირსო საზოგადოება ქუთაისის მერიაში სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მცდელობებზე შუალდეურ ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის დასკვნას უცვლელად გთავაზობთ: 

20 ივლისს, ქუთაისის ადგილობრივი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერია წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მოსყიდვის მიზნით, საქველმოქმედო ფონდის შექმნას ცდილობდა. ფონდის ხელმძღვანელი გახლდათ თამთა ბაკურაძე, რომელიც მერიის ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორი და "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩაატარა ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, გიგა შუშანიამ. იგი აცხადებდა, რომ თამთა ბაკურაძის ხელით სინამდვილეში ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია და მთელი "ქართული ოცნება" მოქმედებდა და ისინი ააიპ-ების თანამშრომლებს აიძულებდნენ კუთვნილი ხელფასის 1% ყოველთვიურად აღნიშნულ ფონდში შეეტანათ.

ქუთაისის ვიცე მერმა, ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომ ფონდი დამოუკიდებლად მოქმედებდა და მას მერიასთან კავშირი არ ჰქონდა. მისი თქმით ააიპ-ების
თანამშრომლებისათვის ხელფასის 1%-ის ფონდში შეტანას იძულებითი ხასიათი არ ჰქონია და ეს მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს ატარებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ააიპ-ების თანამშრომელთა ნაწილს ხელფასიდან 1% ისე ჩამოეჭრათ, რომ მათ გადარიცხვის ოპერაცია არ შეუსრულებიათ. ჩამოჭრის ოპერაცია შერულდა ავტომატურად მათი ხელფასიდან, რისი განხორციელების შესაძლებლობაც გარეშე პირს არ უნდა ჰქონოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თამთა ბაკურაძესთან გასაუბრების მიზნით, "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი იმყოფებოდა ქუთაისის "მადლიერების სახლში". ორგანიზაციის დამკვირვებელს სახლის დირექტორთან ჰქონდა შემდეგი შეკითხვები: საიდან ჰქონდა საქველმოქმედი ფონდს ააიპ-ების თანამშრომლების ანგარიშებთან წვდომა და რამდენად კანონიერი იყო ავტომატურად ჩამოეჭრათ მათთვის ხელფასის 1%. ასევე, დაინტერესდა, რატომ იქმნებოდა ფონდი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ეს აჩენდა ეჭვებსა და შეკითხვებს დაინტერესებულ მხარეებში. თამთა ბაკურაძემ "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და აცნობა, რომ ინტერესის შემთხვევაში დაესწრებოდა ფონდის პრეზენტაციას.

17 ავისტოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფონდი საქმიანობას არჩევნების დასრულებამდე წყვეტდა, რათა მის დამფუძნებლებს საკითხის გარშემო ყოველგვარი კითხვის ნიშანი გაექროთ.

მოგვიანებით, მედიით ცნობილი გახდა, რომ ააიპ-ების თანამშრომლებს დაურუგდათ განაცხადის ფორმა-შაბლონები, როლის მიხედვითაც ისინი მიმართავდნენ ქალაქის მერს და ნებაყოფლობით თანხმობას აცხადებდნენ ხელფასის 1%-ის ფონდში გადარიცხვის თაობაზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.