ახალი ამბები
მეშახტეების პროტესტი ტყიბულში - აგვინაზღაურონ განაცდური, ან შექმნან ალტერნატიული სამუშაო ადგილები
FaceBook
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტასთან იქ დასაქმებულები არიან შეკრებილნი..

ისინი შახტის დახურვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ საწარმო არ უნდა გაჩერდეს და უნდა შეიცვალოს კომპანიის ხელმძღვანელობა.

მუშები სახელმწიფოსგან დასაბუთებულ გარანტიას ითხოვენ, რომ ვიდრე შახტა ამუშავდება, ანაზღაურება მიიღონ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მისი დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებს, ტყიბულში იმავე ანაზღაურებით ალტერნატიული დასაქმების ადგილების შექმნას ითხოვენ.

მათი თმით, ადგილიბრივები ძირითადად, სწორედ, შახტში არიან დასაქმებულნი და ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ტყიბულში მინდელის შახტში 16 ივლისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, 25-ვე მოქმედი შახტა დაილუქა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის თქმით, შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში  ხელფასი აუნაზღაურდებათ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, დაობლდა 7 შვილი, ხოლო 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაყვანეს.

შახტში გარდაცვლილი 4 თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი, ლაშა ფორჩხიძე 30 წლის იყო, დაშავებულთაგან ყველაზე უმცროსი კი 22 წლის ჯიშიაშვილი ნოდარი გახლავთ.

16 ივლისს  მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიება იგივე მუხლით დაიწყო შსს-მ 2018 წლის 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, როდესაც აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რა დროსაც ტყიბულში 13 ბავშვი დაობლდა. თუმცა გამოძიებით ჯერ არაფერი დადგენილა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

"აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” გადაეცეს სახელმწიფოს," - ნათქვამია განცხადებაში.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.

საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.

შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018 წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგება კანონის აღსრულების პრობლემა.




ამავე თემაზე:

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

6 მუშა, რომელიც ტყიბულის შახტში დაშავდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.