"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ" 5 აპრილს, ტყიბულის შახტში
მომხდარ ტრაგედიაზე უკრაინელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის
შედეგები გაასაჯაროა.
21 გვერდიან დასკვნაში საერთაშორისო ექსპერტები წერენ, რომ
შახტში 6 ადამიანის დაღუპვა აფეთქების დროს დაშვებულმა შეცდომამ
გამოიწვია და ეს არ ყოფილა ბუნებრივი მოვლენის შედეგად წარმოქმნილი
ლავის ჩამოშლა.
"მომხდარის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა
ბუნებრივ მოვლენებში. დიდი ალბათობით, იკვეთება , ადამიანური
გადაცდომის შესაძლებლობები და შრომის უსაფრთხოების სისტემის
პრობლემები", - ნათქვამია დასკვნაში.
"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება" მომხდარზე სრულ
პასუხისმგებლობას შახტის ადმინისტრაციას აკისრებს.
"ეს არ იყო ბუნებრივი მოვლენა, ეს იყო ადამიანური გადაცდომა, რაზეც
პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შახტის ადმინისტრაციას. იქ არის
ბევრი რამ დასადგენი - ვინ აძლევდა განკარგულებებს მიწის ზევით, ვინ
ანაწილებდა საამფეთქებლო მასალებს, როგორ მოხდა აფეთქება და სხვა
დეტალები, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მანვე უნდა გასცეს
პასუხი კითხვას, კონკრეტულად ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც მოხდა", -
განაცხადა "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" თავმჯდომარემ,
ირაკლი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, დასკვნა არ არის სრულყოფილი, რადგან მომხდარზე
გამოძიების მიმდინარეობის გამო, დაწესებულებიდან ამოღებულია
დოკუმენტაცია, ცხედრებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა კი ამ დრომდე
არ არის ცნობილი, რაც შუძლებელს ხდის იმის დადგენას, გარდაცვლილებს
მხოლოდ მექანიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული თუ არის დამწვრობის
კვალიც.
"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება" შახტის ადმინისტრაციას
უსაფრთხოების ნორმების თანამედროვებასთან შესაბამისობაში მოყვანის
რეკომენდაციას აძლევს.
უკრაინელი ექსპერტები ტყიბულის შახტში მომხდარს ორი თვის
განმავლობაში სწავლობდნენ.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა 5 აპრილს,
გამთენიისას მოხდა, რა დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი
დაშავდა.
"საქნახშირის" ინფორმაციით, შახტში სამთო დარტყმა მოხდა, რომლისგანაც
გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ მეშახტეების სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილზე
დასაქმებულები კი ამბობენ, რომ ისევე, როგორც გასულ წლებში, შახტში
უსაფრთხოების ნორმები არც ამჯერად იყო დაცული და შესაბამისი ზომების
მიღების შემთხვევაში ფატალური შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი
იყო.
ამავე
თემაზე:
"წარიმართება
აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტში
ოპერირება"
ტყიბულში
მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ
მინდელის შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ
ტყიბულის შახტში ტრაგიკული
შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის
ინსპექტირების პირველადი დასკვნა
რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის
შახტებზე
შვილები
ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან
ექვსი მეშახტე, რომელიც
სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)
კანონი,
რომელიც სიცოცხლეს ვერ
იცავს
5
აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა
შახტის
12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
(ინფოგრაფიკა)
სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო
დაეკისრა
ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა
ტყიბულში მუშების დაღუპვაზე
შსს განცხადებას ავრცელებს
"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების
დაღუპვაზე
ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები
ამოიყვანეს
საქართველოს პრეზიდენტის
განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე
ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების
დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
"სახეში
მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში
დაშავებული
მასალის გამოყენების პირობები