ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. კომპანია "მაქსიმის"
თანამშრომლებმა აქცია-მსვლელობა გამართეს.
მათი დიდი ნაწილი ამ დრომდე არ მუშაობს. გაფიცულები ტაქსის
მომსახურებაზე ტარიფის გაზრდას მოითხოვენ, სხვა შემთხვევაში,
პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
მძღოლები ამბობენ, რომ ტარიფი იმდენად დაბალია, შემოსავალი
ავტომობილების შესაკეთებლადაც არ ჰყოფნით. ისინი მსვლელობით და
საყვირებით ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილდნენ. მათ პროტესტს
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი
წულაია შეუერთდა.
ტაქსის კომპანიში აცხადებენ, რომ გაფიცულთა მოთხოვნა არ
დაკმაყოფილდება და ტარიფების გაზრდა არ მოხდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ტარიფების გაზრდა არ იგეგმება,
გაფიცულების პრეტენზიების მოსასმენად კი, მოლაპარაკებისთვის მზად
არიან.
აღნიშნული ტაქსის კომპანია კერძოა და ის ბაზარზე ორი წლის წინ
შემოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები