ახალი ამბები
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გარევაჭრობა აიკრძალა, დილიდან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
FaceBook
ქუთაისში, ჭვჭვაძის გამზირზე, სადაც მეორე დღეა გარევაჭრობა აიკრძალა, დილიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. პოლიციის თნამშრომლები  იმ ადგილზე პატრულირებენ, სადაც 21 აპრილს გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გზა ორჯერ გადაკეტეს.

ადგილზე გარემოვაჭრეები ჯერჯერობით არ გამოჩენილან. 



ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეთა ინვენტარი 21 აპრილს,  ღამით აიღეს. დილით მისულ გარემოვაჭრეებს კი, რომლებსაც ტერიტორია გასუფთავებული დახვდათ, ადგილების დაკავების უფლება აღარ მისცეს, რის შემდეგაც გარემოვაჭრეებმა ჭავჭავაძის გამზირი ორჯერ გადაკეტეს, თუმცა, პოლიციელებმა გზის გახსნა და მოძრაობის აღდგენა მალევე შეძლეს.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ქუჩაში პროდუქტის რეალიზაცია მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა და ქალაქის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით ამ  შემოსავალს ართმევს. 

ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა მიმდინარე წლის 1 მარტიდან დაიწყო. თითქმის ორი თვეა გარემოვაჭრეები აღარ არიან ქალაქის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.



ამავე თემაზე:


ქუთაისის მერიამ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეების დახლები აიღო (ფოტო)

21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაშ


ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)

1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.