ამ წუთებში ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეები აქცია
მიმდინარეობს.
ისინი დახლების დაბრუნებას და გარევაჭრობის განახლებას ითხოვენ.
ადგილზე შეკრებულმა გარემოვაჭრეებმა, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა
სცადეს, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
თუ რა ხდება ჭავჭავაძის გამზირზე და მივიდნენ თუ არა მერიის
თანამშრომლები, ქუთაისპოსტის ჟურნალისტი ადგილზე
მუშაობს და დეტალებს იქიდან შემოგთავაზებთ.
ქუთაისის მერიამ
ერთი
თვის წინ ქალაქის ცენტრალური ნაწილში აიკრძალა გარევაჭრობა.
ამჯერად იგივე პროცესი ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუთაისის
ყველა უბანში არსებულ ტერიტორიაზე მოხდება.
ქუთაისის მერიამ ქალაქის მასშტაბით გარევაჭრობის
აკრძალვა 1 მარტიდან დაანონსა. პირველად გარემოვაჭრეების დახლები
წითელი ხიდისა და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ,
მერიის მიერ წერილობით გაფრთხილებას,
გარემოვაჭეების
პროტესტი მოჰყვა.
თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ, რადგან
გარევაჭრობა მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერიამ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე
გარემოვაჭრეების დახლები აიღო (ფოტო)
21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა
აიკრძალება
გარემოვაჭრეების
საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაში
ქუთაისის მერისა და
გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)
1
მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება
მასალის გამოყენების პირობები