"საქნახიში ჯი–აი–ჯი", რომელის დაქვემდებარებაშიც არის ტყიბულის
შახტი, გასულ წელს საწარმოო ნორმების დარღვევის გამო 13 450
ლარით დაჯარიმდა.
დაჯარიმება 2017 წლის 9 მაისის ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც 4
მეშახტე დაიღუპა. "საქნახშირის ჯი-აი-ჯის" წარმომადგენლების თქმით,
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებისა და მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა
პასუხისმგებელი პირებიც.
"უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი ცვლის უფროსი და საწარმოს მთავარი
მექანიკოსი გამოიკვეთა პასუხიმგებელ პირებად. მიუხედავად იმისა, რომ
სამუშაობის წარმოებისთვის მოსამზადებლი ღონისძიებები და განაწესი
ნორმების შესაბამისად იყო გაცემულ /ჩატარებული, სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობა დაეკისრა საწარმოს მთავარ მექანიკოს ზურაბ
სამაკაშვილს", - აცხადებენ კომპანიაში.
ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი 2017 წლის
ოქტომბერშიც დაიღუპა. თუმცა აღნიშნულ შემთხვევაზე ამ დრომდე გამოძიება
მიმდინარეობს.
2018 წლის ხუთ აპრილს, გამთენიისას, კი ტყიბულის მინდელის სახელობის
შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი - დაშავდა. მეტალურგიული და
სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით,
ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის
მასამ გამოიწვი
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანია
დაიღუპული.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
“საქნახშირი” მართავს.
ამავე
თემაზე:
შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის
ქრონიკა (ინფოგრაფიკა)
ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა
ტყიბულში მუშების დაღუპვაზე
შსს განცხადებას ავრცელებს
"საქნახშირის"
ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების
დაღუპვაზე
ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები
ამოიყვანეს
საქართველოს პრეზიდენტის
განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე
ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების
დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში
დაშავებული
მასალის გამოყენების პირობები