ახალი ამბები
ქუთაისის მერია საჯარო სკოლებს ამოწმებს
FaceBook
ქუთაისის მერია ქალაქში არსებულ საჯარო სკოლებს ამოწმებს, რის შემდეგაც უნდა მოხდეს იმ სასკოლო დაწესებულების შერჩევა, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ სკოლებში ინფრასტრუქტრული მდგომარეობის შესწავლა-მოწესრიგება მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლებზე ზრუნვა მთავრობის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტროს ნაცვლად მუნიციპალიტეტებს დაევალათ.

"უკვე შევამოწმეთ რამდენიმე სკოლა და ეს პროცესი მალე დასრულდება. ამის შემდეგ გადავწყვეტთ რომელი სკოლებში მოწესრიგდება საკლასო ოთახები, საპირფარეშოები და ფასადი", - განმარტავენ მერიაში.

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ სკოლებში ინფრასტრუქტურულ საჭიროებაზე მეტი ინფორმაცია მუნიციპალიტეტებს აქვთ და ამიტომ დაეკისრათ ეს ვალდებულება.

"მერიას ევალება ყველა საჯარო სკოლა შეამოწმოს და სადაც ყველაზე რთული მდგომარეობაა და საჭიროებს მოწესრიგებას ამის ხარჯთაღიცხვა გააკეთოს. ამის შემდეგ ისინი წარმოადგენენ შესაბამის დასაბუთებულ პროექტს და სამინისტრო შესრულებული სამუშაობის შემდეგ გასცემს დაფინანსებას. შესრულდება გარკვეული სამუშაო სკოლაში, შემოწმდება რამდენად ხარისხიანად მიდის სამუშაოები და ამის შემდეგ გადაერიცხებათ თანხები მუნიციპალიტეტებს", - განმარტავენ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განყოფილებაში.

მერიაში ამბობენ, რომ უწყებამ მათ 200 000 ლარი გამოუყო და ამ თანხის ფარგლებში უნდა მოწესრიგდეს სასკოლო დაწესებულებები.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა. განათლების სამინისტროს გარდა,  ქალაქში რვა სკოლას რეაბილიტაციას "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" დაფინანსებით ჩაუტარებენ. 


ამავე თემაზე:

ქუთაისში რვა სკოლის რეაბილიტაცია იწყება - მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდებიან

საჯარო სკოლები ქუთაისში, რომლებსაც მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

118 წლის სკოლის შენობა, რომელიც რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.