ახალი ამბები
საქართველოში 1 270 ავტომობილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა
FaceBook
2018 წლის იანვრიდან დღემდე ტექნიკური დათვალიერება სულ 5 873-მა ავტომობილმა გაიარა. აღნიშნული მაჩვენებლიდან შესაბამისი მოთხოვნები 22%-მა ანუ 1270- მა პირმა ვერ დააკმაყოფილა.  4603-მა (78%) ავტომობილმა კი ტექნიკური დათვალიერება გაიარა.

2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები, შემდეგ ეტაპზე - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები და ა.შ.

ავტომობილების შემოწმების ღირებულება 59 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ, ავტომობილი სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს მას ხარვეზების გამოსასწორებლად  ერთ თვიანი ვადა ეძლევა, რის შემდეგაც,  შემოწმება თავიდან უნდა გაიაროს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ 2017 წელს კვლევა ჩაატარა.

უწყების მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა.

შსს კვლევის თანახმად, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) 2007 წლამდეა წარმოებული, თუმცა 4-6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება. მათი წილი ავტოპარკში დაახლოებით 1,3%-ია.

2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას გაივლის საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი.


ამავე თემაზე:

სავალდებულო ტექდათვალიერება - მოთხოვნები და მეთოდები (ვიდეო)

ავტომობილების სავალდებულო ტესტირება ბრუნდება (ვიდეო)


საქართველოს ავტოპარკი 2016 (ინფოგრაფიკა)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.