ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ სამი მრჩეველი დაინიშნა.
სამივე მათგანი ქალაქის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას მრჩევლები
იყვნენ.
ერთ-ერთი საოპერო მომღერალი ლაშა ნიქაბაძეა, რომელიც გიორგი
ჭიღვარიას რჩევებს კულტურის დარგში გაუწევს.
ზურაბ ხურციძე - არასამთავრობო
სექტორთან მიმართებაში, ხოლო მამუკა კუბლაშვილი ქალაქის
მერთან პროექტების მიმართულებით იმუშავებს.
კუბლაშვილი და ხურციძე ქუთაისის მერის მრჩევლების პოზიციაზე 2015
წლიდან არიან. ამჟამად, ორივე მათგანს შრომითი ხელშეკრულება კიდევ
ერთი წლით გაუხანგრძილვდათ. ლაშა ნიქაბაძე კი, რომელიც მერის მრჩევლად
გასული წლის მაისში დაინიშნა, გიორგი ჭიღვარიას რჩევებს მხოლოდ
მიმდინარე წლის მაისამდე გაუწევს.
ქუთაისის მერის მრჩევლების პოსტები ოთარ ჩიხლაძემ, მამუკა ჭონიშვილმა
და თემურ ლანჩავამ დატოვეს.
მრჩევლების რაოდენობის შემცირების შესახებ ქალაქის მერმა, გიორგი
ჭიღვარიამ პირველად
ქუთაისიპოსტის სტუდიაში, შემდეგ კი
საკრებულოს ბოლო
სხდომაზე განაცხადა.
ქუთაისის მერიაში მრჩევლის პოზიციებზე ექვსი მრჩეველი ყოფილი მერის,
შოთა მურღულიას დროს დაინიშნა. მათი ანაზღაურება 960 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები