ქუთაისში რეაბილიტირებულ უბანში, სადაც წლები განმავლობაში
ვერცხლისფერი ნაძვის ხე იდგა, რამდენიმე დღეში ახალი ნაძვის ხე
დაიდგმება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმციით, ნაძვის ხის სიმაღლე 7 მეტრი
იქნება.
"მოსამზადებელი სამონტაჟო სამუშაოები უკვე დაწყებულია და რამდენიმე
დღეში ცისფერყანწელთა ქუჩაზე სწორედ ასეთი ნაძვის ხე განთავსდება," -
განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
ასევე, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს საახალწლოდ ახალი განათებები
ექნება.
"ფორსმაჟორულ სიტუაციაში, დაჩქარებული წესით მოხერხდა ახალი
განათებების შეძენა, რომლის მონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე
დაწყებულია. 25 დეკემბრისთვის ქალაქში საახალწლო მოწყობილობა და
სანათები ყველგან აინთება, მათ შორის, ახალი ნაძვის ხე რეაბილიტირებულ
უბანში,"- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ნაძვის ხის ფოტოს ავრცელებს, რომელიც
რეაბილირიტებულ უბანში დადიგმება.
მასალის გამოყენების პირობები