ახალი ამბები
განათლების სამინისტრომ ქუთაისში მოსწავლის ცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის, თანაკლასელის მამის მიერ ცემის ფაქტის შესწავლა განათლების სამინისტრომ დაიწყო. სკოლის მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ  მამაკაცმა, რომელსაც პოლიციელის ფორმა ეცვა, მის შვილს სცემა. ამ ფაქტს კი ორი დღის წინ მის შვილსა და შვილის თანაკლასელს შორის მცირე კამათი უძღოდა, რის შემდეგაც მისი შვილის კლასელის მამა სკოლაში მივიდა, ბავშვს სახეში გაარტყა და ყური აუწია.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სკოლის ადმინისტრაციაც, რომელმაც ფაქტი განთლების სამინისტროს აცნობა.  სკოლის დირექტორი ქუთაისიპოსტთან საუბარში  ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად იმყოფებოდა მისი სკოლის მოსწავლე და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თუმცა, სცემა თუ არა მამაკაცმა ბავშვს, ეს დირექტორისთვის უცნობია. 

ფაქტზე მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, სადაც  აცხადებენ, რომ ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, რომელმაც ბავშვს სცემა, პოლიციელი არ არის.


ამავე თემაზე:


ქუთაისში, მშობელი პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს შვილის ცემაში ადანაშაულებს



Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ცემა #სკოლა
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.