ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაცია 27 დეკემბერს
დასრულდება.
სწორედ ამ დღეს წარუდგენს აღმასრულებელი საკრებულოს
დეპუტატებს რეორგანიზაციის დასრულებულ ვარიანტს. ქალაქის მერის,
გიორგი ჭიღვარიას თქმით, ოპტიმიზაციის ფარგლებში მოხდება როგორც
სტრუქტურული რეორგანიზაცია, ასევე, ყველა ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი
გამოცხადდება. ამ გზით შეირჩევიან სამსახურის უფროსებიც, რომელთაგან
ხუთმა დაკავებული
პოზიცია უკვე დატოვა.
"მერიაში რეორგანიზაცია 27 დეკემბერს დასრულდება, როცა
საკრებულოს წარვუდეგენთ დასრულებული რეორგანიზაციას, ახალ შტატებს,
ახალ სამსახურებს და დავიწყებთ უკვე მუშაობას", – განაცხადა
ქალაქის მერმა.
მერიამ უკვე გამოაცხადა
კონკურსი მძღოლისა და მერის ორი წარმომადგენლის
პოზიციებზე.
რაც შეეხება, სტრუქტურულ რეორგანიზაციას, ქალაქის მერის თქმით,
არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური გაიყოფა და ცალ-ცალკე
ჩამოყალიბდება.
"ცოტა უხერხულობას ქმნის ის, რომ ნებართვის გამცემიც და ამ ნებართვის
შემმოწმებელიც ერთი სამსახურის ხელმძღვანელია. ამიტომ,
გადავწყვიტეთ, რომ ეს სამსახური ორად გაიყოს", - განაცხადა
გიორგი ჭიღვარიამ
ქუთაისიპოსტის სტუდიაში.
გიორგი ჭიღვარია ცვლილებებს ასევე, გეგმავს მერის მრჩევლებთან
მიმართებაშიც. მისი თქმით, ხუთი მრჩეველი, რომელიც ყოფილი მერის, შოთა
მურღულიას დროს დაინიშნა, საჭირო არ არის და მათი რაოდენობა
უნდა შემცირდეს.
მასალის გამოყენების პირობები