შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება
187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გუმათჰესის ტერიტორიაზე 18
ტონამდე საწვავი დაიღვარა.
"შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული
ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით,
მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე
დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის
ტრანსფორმატორს. ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი
დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის,
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური", - ნათქვამია უწყების
განცახდებაში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესის -2 კასკადზე
ხანძარია. ცეცხლი ერთი საათის წინ გაჩნდა, რის შედეგადაც, ქალაქის
ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სახანძრო სამაშველო
სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ტრანსფორმატორს უკიდია,
ადგილზე ძლიერი დაკვამლინება შეინიშნება.
ამავე თემაზე:
ქუთაისში გუმათჰესი იწვის
გუმათჰესზე ევაკუაცია დაიწყო
გუმათჰესში ხანძრის ლოკალიზება ვერ
ხერხდება (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები