ქუთაისის საკრებულო ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განსახილველად
15 ნოემბერს მიიღებს.
დეპუტატებმა მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ჯერ
კომისიებში უნდა განიხილონ. შენიშვნების არსებობის შემთხევაში კი მას
10 დღის ვადაში კვლავ აღმასრულებელს დაუბრუნებენ. 2018 წლის
ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად მხოლოდ ამის შემდეგ
გამოვა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის მოცულობა
52 500 000 ლარია. ამ მონაცემებით მომავალი წლის ბიუჯეტის
დასამტკიცებელი ვერსია 927 200 ლარით მეტია
2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე. როგორც
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, 2018 წლის
მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტული სფეროები კვლავ
ინფრასტრუქტურა, სოციალური, ეკონომიკისა და განათლების საკითხები
იქნება.
ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება საკრებულოს ახალ
შემადგენლობას მოუწევს.
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარე წლის
20 ნოემბერსაა ჩანიშნული. სხდომას ქუთაისის
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი გახსნის,
რომელიც უფლებამოსილებას შეუწყვიტას მეხუთე მოწვევის საკრებულოს და
წარმომადგენლობითი ორგანოს ახალ შემადგენლობას ლეგიტიმურად
გამოაცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები