ახალი ამბები
იმერეთში მომდევნო სამი წლის მანძილზე პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული განვითარება განისაზღვრა
FaceBook
იმერეთში მომდევნო სამი წლის მანძილზე, პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული განვითარება იქნება, 
რასაც  2015-2017 წლის იმერეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. 
გეგმის მიხედვით, რეგიონში პრიორიტეტული გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა. 
რეგიონული განვითარების გეგმა ახალგაზრდა ეკონომისტებმა, ქუთაისში მოსახლეობასთან ერთად განხილეს.
როგორც "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლები ამბობენ, ქალაქის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ადგილობრივი მოქალაქეების ხედვები.
"აუცილებელია გაძლიერდეს მოსახლეობის ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში, საინტერესოა მათი ხედვები, პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები,"- ამბობს საეა - ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ლევან ოღრეშიძე.
მოსახლეობის ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში პროექტის "საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ განვითარებაში" ფარგლებში ხორციელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრები პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმერეთში მიმდინარე წლის ივნისამდე გაგრძელდება.
პროექტი "საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ განვითარება" საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ასევე, სამოქალაქო განვიათრების სააგენტო სიდას მხარდაჭერით ხორციელდება.
ანა ჯანაშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.