პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მთავრობის გადაყენებას ითხოვს. წულაიას თქმით, თუკი ქალაქის პირველი პირი ადგილობრივი მთავრობის შემადგენლობას არ გადახედავს, მერიის წინააღმდეგ აქციებს ყოველთკვირეულად მოაწყობს.
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის აღნიშნული პროტესტი ვიცე-მერის ნოდარ მიქიაშვილის თურქეთში, ანტალიაში საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გუნდთან ერთად ვიზიტს მოჰყვა.
"მაინტერესებს რატომ წავიდა ვიცე-მერი გუნდთან ერთად ანტალიაში. რომელი მწვრთნელი და ფეხბურთელი ეგ იყო. ეს არის ბიუჯეტის არამიზნობრივი თემა. მხოლოდ იმისთვის, რომ 6 დღე დაესვენა ბატონ მიქიაშივლს," - აცხაადებს გოგი წულაია.
ის ამბობს, რომ თუკი მის მოწოდებას ქალაქის მერი არ შეასრულებს, მოგვიანებით ქუთაისის მერის მოადგილის გადადგომის მოტხოვნიტაც გაიმართება.
ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქაშვილი საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გუნდთან ერთად მიმდინარე წლის იანვარში იმყოფებოდა. მერიიდან მიღებული ინფორმაციით, მიქიაშვილი აღნიშნულ მივლინებაში როგორც ქალაქის ვიცე-მერი იმყოფებოდა. მისი მივლინებისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 443, 73 თეთრი დაიხარჯა. მიქიაშვილს აღნიშნული თანამდებობის გარდა ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტის თანამდებობაც უჭირავს.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები