ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაცია ადგილობრივ
თვითმართველობას უსახლკაროებისთვის კარვების გაშლას ურჩევს.
"გირჩში" აცხადებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული მონიტორინგის
შედეგად, ქალაქში უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები კარვების გაშლას
თავადაც ითხოვენ.
"გირჩში" ირწმუნებიან, რომ უსახლკარო ოჯახებმა ადგილობრივ
თვითმმართველობას კარვების გახსნის საჭიროებისთვის იმ მიზეზის გამო
ვერ მიმართეს, რომ მათ განცხადების დასაწერად კალამი და ფურცელი არ
გაარჩნიათ.
"ამ ადამიანების პრობლემა მარტო საცხოვრებელი სახლი არაა, მათ ფურცელი
და პასტაც არ აქვთ, რომ განცხადება დაწერონ. ვაპირებთ ვითანამშრომლოთ
მერიასთან, ამ ოჯახების მონაცემები გადავცეთ, რათა მოხდეს მათთვის
შედარებით ნორმალურ პირობებში გადაყვანა," - ამბობს "გირჩის" ქუთაისის
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი.
"გირჩი" ასევე, ადგილობრივი თვითმმარველობის მიერ 2016 წელს დაგეგმილი
სოციალური საცხოვრისის მოწყობის იდეასაც აკრიტიკებს.
როგორც ცამციშვილი ამბობს, ქალაქის მერიამ სწორად და საფუძვლიანად
უნდა შეისწავლოს რა კატეგორიის ოჯახების შესახლება უნდა მოხდება
პირველ ეტაპზე საცხოვრისში.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ბოლო ორი წლის
განმავლობაში ქალაში
კარვების გაშლის მოთხოვნაზე მერიაში
მომართვიანობა არ იყო.
მასალის გამოყენების პირობები