3 დეკემბერს შშმ პირების საერთაშორისო დღე
აღინიშნება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა შშმ პირებს
საჩუქრებს დაურიგებს.
შშმ პირებისთვის საჩუქრების შესაძენად მერიამ 10 000 ლარის
ღირებულების გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადების
მიღება 16 ნოემბერს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში
გაგრძელდება.
ტელევიზორი, გაზქურა, ჭადრაკი, ხმოვანი მაჯის საათი, სავარჯიშო
ველოსიპედი ტრენაჟორი, მაცივარი, ზეთის ელექტრო რადიატორი,
კონდიციონერი - ასეთია საჩუქრების ჩამონათვალი, რომელთა გადაცემას
ქუთაისის მერია შშმ პირებისთვის გეგმავს.
მერია შშმ პირების საჩუქრებს ყოველწლიურად ურიგებს.
მასალის გამოყენების პირობები