ახალი ამბები
ქუთაისმა უარი თქვა პროგრესზე და მიიღო "ზასტაველობა - „ევროპა ჩვენი სახლია“
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში ე.წ. ზასტაველობის დღესასწაულის აღნიშვნას ეხმაურება და მას სამარცხვინო ფაქტს უწოდებს.

"ზასტაველობა" ქუთაისში არსებულ უბან "ზასტავაზე" მცხოვრებთა მოთხოვნით და საკრებულოს წევრის ნატო ქატამაძის მხარდაჭერით გაიმართა და სახალხო დღესასწაულის ხასიათი მიიღო. აღნიშნულ დღესასწაულს მიუღებლად მიიჩნევენ "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებლები და განცხადებას ავრცელებენ. რომლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"პარლამენტის წართმევის შემდეგ, მას მერე რაც დაპირებული საუნივერსიტეტო ქალაქის იდეა ბლეფი აღმოჩნდა, ინდუსტრიის აღორძინებაც წარსულს ჩაბარდა და ყველა დაპირება შეუსრულებელი, მას მერე რაც ქუთაისელმა ემიგრანტებმა ათენში, სალონიკსა და რომში ჩალაგებული ჩანთები ისევ ამოალაგეს, თითქოს იმედის ბოლო ნაპერწკალი კვდებოდა. თუმცა მოულოდნელი ხსნა ქუთაისელი მეოცნებეების ტვინში მომწიფდა. ქუთაისი გადარჩება, ქუთაისი აყვავდება, ქუთაისი იამაყებს, იმიტომ რომ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას "ზასტაველობის ბრწყინვალე დღესასწაულის" აღნიშვნის ტრადიციის განახლება მოჰყვა. დღევანდელი დღიდან აღარ დარდობს ქუთაისი, "ზასტაველობის" აღნიშნვნა ამის უფლებას არ იძლევა. ყველაზე ბედნიერი ლევან ბერძენიშვილია–ის ხომ საპატიო „ზასტაველია“ როგორ უყვარდა ლევანს ქუთაისი, როგორც საპარლამენტო დედაქალაქი, მისი ამაგი დღეის შემდეგ მოიმატებს მისი ახალი სტატუსი სხვა შანსს არ უტოვებს. "ზასტავა" –რუსული სიტყვაა და საგუშაგო კარიბჭეს ნიშნავს აღმოჩნდა რომ ჩვენდა სამარცხვინოდ ეს დღე კარიბჭეა სიბნელესა და სინათლეს შორის ქუთაისს აქვს შანსი გახდეს რეალური საპარლამენტო დედაქალაქი. ქუთაისმა უარი თქვა პროგრესზე და მიიღო "ზასტაველობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.