ქუთაისის ციხეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე საუბრობენ.
ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 12 პატიმარი შიმშილობს. პატიმერები იზოლატორებში არადამიანური მოპყრობას აპროტესტებენ. ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებმა სასჯელასრულების დაწესებულების წინ ბრიფინგზე განმარტეს. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულიას განმარტებით, ქუთაისის ციხეში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული არადამიანური მპყრობის ფაქტები პატიმრების ოჯახის წევრებისგან გახდა ცნობილი.
"როგორც მითხრეს 12 პატიმარი უკვე ერთი კვირაა შიმშილობს. მოვუწოდებ ყველა იმ უწყებას, რომელსაც ეხება ეს საქმე შეისწავლონ ეს ფაქტი და მოახდინონ რეგირება. ციხეში ისევ ისე ექცევიან ადამიანებს როგორც ადრე", - განაცხადა წულაიამ.
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელბის განმარტებით, ქუთაისის ციხეში მოშიმშილეთა პატიმრების ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტზე სახლახო დამცველის ქუთაისის ოფისს უკვე მიმართეს.
სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში განმარტავენ, რომ ქუთაისის ციხეში პატიმრები სხვადასხვა მოთხოვნით შიმშილობენ და ამბობენ, რომ მოშიმშილე პატიმართა რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები