რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია. თვეში ორჯერ (შაბათს) – www.kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში, პოლიციის მეორე განყოფილების შენობას და როდის აშენდა ის? -
(ნახეთ ვიდეო):
ქუთაისიპოსტის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, პოლიციის მეორე განყოფილების შენობა 1852 წელ არის აშენებული. თავის დროზე შენობა იმდენად მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ მიმდებარე ქუჩას (დღევანდელი გელათის ქუჩა) პოლიციის სახელი მიანიჭეს.
"პოლიციის მეორე განყოფილების შენობაზე იყო აღმართული ქალაქში პირველი ქუჩის საათი. გზაჯვარედინზე ორსართულიანმა ნაგებობამ დღემდე გარკვეული სახეცვლილებით მოაღწია. თუმცა, თავდაპირველი, სახე მაინც შენარჩუნებული აქვს", - აღნიშნულია წიგნში "ქუთაისო ჩემო დედაში".
მასალის გამოყენების პირობები