ისტორიაში პირველად, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში
ითამაშებს.
პლეი-ოფში თამაშის უფლება ქუთაისურმა კლუბმა ალბანურ "კუკესთან"
გამართული ორი მატჩის საერთო შედეგით მოიპოვა.
ალბანურ კლუბთან საპასუხო მატჩში "ტორპედო" 0:2 დამარცხდა, თუმცა, ორი
მატჩის ჯამში მან "კუკესს" 5:4 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გადავიდა.
უკვე ცნობილია, რომ პლეი-ოფზე ქუთაისური კლუბი
ბულგარეთის გუნდს "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.
მასალის გამოყენების პირობები