დღეს, ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის წინ
"თავისუფალი საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებულმა
პარტიამ, ქუთაისის მერობის კანდიდატად გოგი წულაია
წარადგინა.
ქუთაისის მერობის კანდიდატის, გოგი წულაიას თქმით, გამარჯვების
შემთხვევაში, ის ქუთაისის განვითარებისთვის იბრძოლებს.
"მე ჯერ ვარ ქუთაისელი და მერე ვარ პარტიის წევრი, მე ჯერ ვიბრძოლებ
ქუთაისისთვის და შემდეგ ვიბრძოლებ პარტიისთვის. მე ვპირდები ქუტაისის
მოსახლეობას, ვერასდროს ბანკი ვერ გაბედავს მერიასთან შეითანხმებლად
ბავშვები დატოვონ ქუჩაში,განვითარდება გარეუბნები და გამოცოცხლდება
ქალაქი," - განაცხადა წუალაიმ წარდგენაზე.
"თავისუფალი საქართველო" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებულმა
პარტიამ, ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენასთან ერთად, საკრებულოს
პროპორციულ სიის კანდიდატები დაასახელეს.
ამავე თემაზე:
"თავისუფალი საქართველო" და "თავისუფალი
დემოკრატების" ქუთაისის საკრებულოს პროპორციული სია
მასალის გამოყენების პირობები