ქუთაისის მერობის რეგისტრირებულ კანდიდატებს #59 საოლქო საარჩევნო
კომისია მანდატებს მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გადასცემს.
კომისიას განცხადებით ათმა კანდიდატმა მიმართა. მათ ამისთვის ბოლო
ვადა 21 სექტემბერს დღის 6 საათზე ამოეწურათ.
"საბუთების შემოტანის ვადები მხოლოდ რვა კანდიდატმა დაიცვა,"- ამბობს
საოლქო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ია
იაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომისია პარტია "ევროპული საქართველოს" მერობის
კანდიდატის, დავით გოგისვანიძის და "ქართველ ტრადიციონალისტთა
კავშირის წარმომადგენლის", აკაკი ლოლომაძის დოკუმენტაციას განიხილავს,
რომლის შედეგებიც დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მერობის
მსურველმა შემდეგმა კანდიდატებმა მიმართეს:
1. "შენების მოძრაობა" – ალუდა გოგლიჩიძე
2. საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო" – ზვიად
ბაღდავაძე
3. "პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან მოურავი–ირმა ინაშვილი" – გრიგოლ
ბახტაძე
4. "საქართველოს ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი" – სამსონ
გუგავა
5. "ქართული ოცნება" – გიორგი ჭიღვარია
6. "ახალი ქრისტიან–დემოკრატები" – გიორგი გოგელაშვილი
7. საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – გრიგოლ
ვაშაძე
8. საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული
მოძრაობა თავისუფალი საქართველო"– გიორგი წულაია
9. საარჩევნო ბლოკი "ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო" - დავით
გოგისვანიძე
10. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" – აკაკი ლოლომაძე
მასალის გამოყენების პირობები