პარტია "ქართული ოცნება" 2 სექტემბერს მერობის კანდიდატებს იმერეთის
12-ივე მუნიციპალიტეტში დაასახელებს.
როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში ქუთაისიპოსტს განუცხადეს,
კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პირადად
წარადგენს.
წარდგენის ცერემონია ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან, 17:00 საათზე
გაიმართება. მანამდე კი ერთსაათიანი კონცერტია დაგეგმილი, სადაც
მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის მომღერლები.
პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრება ვიცე-პრემიერი კახა
კალაძე.
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად ქუთაისში ვიცე-გუბერნატორი,
გიორგი ჭიღვარია მოიაზრება.
მასალის გამოყენების პირობები