მსვლელობა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ არჩევნებს
უკავშირდება.
ქუთაისი - წყალტუბოს გზაზე "ქართული ოცნების" დროშებით ავტომობილების
კოლონა გამოჩნდა. მსვლელობა ხვალ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს უკავშირდება.
22 მაისს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს
თემში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.
საკრებულოს წევრს, ილია აფხაძეს, რომელმაც მაჟორიტარი დეპუტატის
მანდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიიღო,
ავადმყოფობის გამო 2015 წლის
9 ოქტომბრიდან უფლებამოსილება ვადაზე ადრე
შეუწყდა, მოგვიანებით - გარდაიცვალა.
სოფელ წყლატუბოს თემში 22 მაისის შუალედურ არჩევნებისთვის"
ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს იყრის ბუხუტი ფირცხალავა, "თავისუფალი
დემოკრატებიდან" ვანო როყვა, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატი
მურად ზაქარიაძე გახლავთ.
წყალტუბოს თემი 4 სოფელს აერთიანებს.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე წყალტუბო - ქუთაისის გზაზე დროშებით
მსვლელობის ფოტოებს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერი აქცია კენჭისყრამდე ერთი დღით
ადრე იურისტების თქმით არ არის აკრძალული.
"კენჭისყრამდე არ იკრძალება არანაირი აგიტაცია და მხარდასაჭერი
მოქმედება. მსგავსი პროპაგანდა აკრძალულია არჩევნების დღეს, მხოლოდ
კენჭისყრის შენობაში," - ამბობს
საქართველოს ახალგაზრდა
ოურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტი გიორგი
სანტურიანი.
სოფელ წყალტუბოს თემის გარდა, 22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოების შუალედური არჩევნები
თბილისის (გლდანი), გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარ ის თემები);
კასპის (მეტეხის თემი); ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის (დაბა
ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის
თემი) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები