ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქის
პოლიციის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის
მოთხოვნით მეათე დღეა ოთხი ადამიანი შიმშილობს.
მათ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. პეტრე ოვანოვი, ლევან
მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე ჭიათურის პოლიციის უფროსის ლაშა
ჩხიტუნიძის და მისი მოადგილის მიშა გიგაურის თანამდებობიდან
გადადგომას ითხოვენ. მოშიმშილეები ყვებიან, რომ 26 მაისს, მათი ცხრა
მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა. რვა
ადმინისტრაციული წესით გაასამართლა და გამოუშვა, ერთს მათგანს - თემურ
გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ისინი მეგობრის
გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიცია ახალგაზრდებს
თანამშრომლობას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით
ემუქრებოდა.
მოშიმშილეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ამავე თემაზე:
"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" -
ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ
შიმშილობის მეცხრე დღე ჭიათურაში - მოთხოვნა პოლიციის ხელმძღვანელობის
გადადგომაა
შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში და პასუხი, რომელიც
იგვიანებს
მასალის გამოყენების პირობები