საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები N54-ე მაჟორიტარულ,
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 28 აპრილს გაიმართება.
გადაწყვეტილება ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
„28 აპრილს არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში
რეგისტრირებულია 48 054 ამომრჩეველი. პარლამენტის შუალედურ არჩევნებს
ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს ვანის ძირითადი და ხონის
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები.
დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი,
რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული
საქმიანობები და ვადები. დღესვე, ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი
საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის.
მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის და
დაადგინა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო
ხელმოწერების მინიმალური ოდენობა“, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა
ანა მიქელაძე.
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლულიაშვილი იყო.
თუმცა, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
მოადგილედ გასული წლის დეკემბერში დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები