ახალი ამბები
გოგონამ, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, მხედველობა დაკარგა
FaceBook
15 წლის გოგონამ, რომელსაც ხონში ორი დღის წინ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.

გარდა ამისა, მოზარდს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონა ქუთაისში კლინიკურ საავამდყოფოში მოათავსეს. თუმცა, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, შესაძლოა ის ხვალ თბილისში გადაიყვანონ.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გასულ წელს 15 წლის მოზარდის ოჯახში ტრაგედია მოხდა. გოგონას მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, ის ორი დღის წინ ღამის საათებში მოხდა. თვითმხილეველების თქმით, გოგონა დედასთან ერთად ავტომობილით სახლში მიდიოდა. შუქნიშანზე მდგომ დედა-შვილის ავტომობილს დიდი სიჩქარით მოძრავი სამხედრო პიკაპი დაეჯახა.

"დაახლოებით 200 მეტრი ათრია და მერე არხში ჩააგდო," - ამბობენ თვითმხილველები.

მათივე თქმით, პიკაპის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

"რაც შეეხება არაფხიზელ მდგომარეობას, დანიშნულია ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება სამხედრო პირს ან ავტომობილს, არც ავტომანქანა იყო სამხედრო და არც პირი," - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


ამავე თემაზე:

ხონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი 15 წლის გოგონას დაეჯახა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.