ხონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის მოზარდი დაშავდა.
შემთხვევა ორი დღის წინ ღამის საათებში მოხდა. თვითმხილეველების
თქმით, გოგონა დედასთან ერთად ავტომობილით სახლში მიდიოდა. შუქნიშანზე
მდგომ დედა-შვილის ავტომობილს დიდი სიჩქარით მოძრავი სამხედრო პიკაპი
დაეჯახა.
"დაახლოებით 200 მეტრი ათრია და მერე არხში ჩააგდო," - ამბობენ
თვითმხილველები.
მათივე თქმით, პიკაპის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გოგონა ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ქუთაისიპოსტის
ინფორმაციით, მისთვის ერთ თვალში მხედველობის შენარჩუნება ექიმებმა
ვერ შეძლეს და ამავე დროს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები.
მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ,
რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით
მიმდინარეობს.
"რაც შეეხება არაფხიზელ მდგომარეობას, დანიშნულია ექსპერტიზა. ასევე,
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება სამხედრო პირს ან
ავტომობილს, არც ავტომანქანა იყო სამხედრო და არც პირი," - აცხადებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ამავე თემაზე:
გოგონამ, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი
პირი დაეჯახა, მხედველობა დაკარგა
მასალის გამოყენების პირობები