ქუთაისის ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანებას" ქალაქის მეხუთე მოწვევის
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და ბურჯანაძის პარტიის ყოფილი
წარმომადგენლი, დავით წიტაიშვილი უხელმძღვანელებს.
ახალი უფროსი უკვე წარადგინა ქალაქის მერმა გიორგი
ჭიღვარიამ.
"ბაგა-ბაღების გაერთიანების" ახალი ხელმძღვანელის, დავით
წიტაიშვილის განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი ბავშვებისთვის
შესაფერი და მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა იქნება. მისივე
თქმით, აუცილებელია ბაღებში პატარებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა
მათი სამომავლო განვითარებისთვის.
გაერთიანების ახლმა უფროსმა ნანა ლორთქიფანიძე ჩაანაცვლა, რომელსაც
ორგანიზაციას წლების განმავლობაში ხელმძღვანლეობდა.
დავით წიტაიშვილმა "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო"
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმადე რამდენიმე თვით
ადრე დატოვა. იგი საარჩევნო კამპანიას "ქართული
ოცნების" მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიას
სასარგებლოდ ახორციელებდა.
მასალის გამოყენების პირობები