პოლიტიკა
შოთა მურღულიას მუშაობას 46 პროცენტი საშუალოდ აფასებს -NDI-ის კვლევის შედეგები
FaceBook
გამოკითხულიდან 18 პროცენტს მიაჩნია რომ მურღულია ცუდად მუშაობს.

NDI-ის კვლევის მიხედვით ქუთაისის მერის შოთა მურღულიას მუშაობას 46 პროცენტი საშუალოდ აფასებს. გამოკითხულიდან 18 პროცენტს მიაჩნია, რომ მურღულია ცუდად მუშაობს. ქუთაისის პირველი არჩეული მერის მუშაობას კარგად მხოლოდ 15 პროცენტი აფასებს - ასეთი შედეგები აჩვენა საქართველოში NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ. საზოგადოების განწყობა საქართველოში - ასე ჰქვია კვლევას, რომელიც NDI მიმდინარე წლის აგვისტოში განახორციელა.

კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან – 10 სექტემბერის ჩათვლით განხორციელდა. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც ჩატარდა. ასევვე, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თვითმმართველ ქალაქებშიც თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში - მოხდა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3,01%.

კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.