დღეიდან ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა
უფლებამოსილება შეიჩერა.
დვალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ
არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის
ცენტრის" ხელმძღვანელთან, სულხან
ქობულეძესთან მომხთან ინციდენტს უკავშირდება.
"გამოძიების ინტერესებიდან და ჩემი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე,
რომ არ დარჩეს ვინმეს განცადა იმისა, რომ ჩემი სტატუსი ბოროტად
გამოვიყენო და ვცადო გამოძიების ინტერესებში ჩარევა, მივიღე
გადაწყვეტილება და დროებით ვიჩერებ უფლებამოსილებას, სანამ გამოძიება
არ დასრულდება," – განაცხადა დავით დვალმა.
მისი განმარტებით, ის არ არის ისეთი ადამიანი, რომ ვინმეს უსამართლოდ
შეურაცხყოფა მიაყენოს ან დაჩაგროს. დავით დვალი ირწმუნება, რომ სულხან
ქობულაძის განმარტებები სრული სიცრუეა და მისი მხრიდან ქობულაძის
მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენაბას ადგილი არ ჰქონია.
თუმცა, მისივე განცხადებით, კარგია ისეთი ადამიანების არსებობა,
რომლებიც ვერ იტანენ და არ უშვებენ პირად შეურაცხყოფას, დამცირებას,
მათ შორის ოჯახის წევრების გინებას პირადი საუბრის დროს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას , თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები