მომზადების წესი:
ხახვი და ნიორი დავაბლენდეროთ, დაბლენდერებული მასა ოდნავ მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე ქვაბში ერთ სუფრის კოვზ ზეთთან ერთად და 2 წუთის განმავლობაში. მიღებულ მასას დავამატოთ საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე და თავდახურულ ქვაბში ვშუშოთ ხუთი წუთი.
ბლენდერში ჩავასხათ არაჟანი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი საცივის
სუნელი, ასევე ნახევარი ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი, (იგივე ზაფრანა)
ერთი ცალი გაჭყლეტილი პომიდორი, ან ტომატპასტა და ნახევარი ჭიქა
წყალი. ავდღვიბოთ და მიღებული მასა დავამატოთ ქვაბში. ყველაფერი
ერთად ვადუღოთ მაღალ ცეცხლზე 10 – 15 წუთი. როცა მასა
შესქელდება კერძი უკვე მზადაა.
რეცეფტი "ქუთაისიპოსტს" თავად
კერძის ავტორმა, ქ–მა იამ მოაწოდა.
მასალის გამოყენების პირობები