ქუთაისიპოსტი აგრძელებს რუბრიკას - "დამზადებულია
ქუთაისში". რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი
ქალაქის თანამედროვე საწარმოებს.
***
საწარმო "ელვა" 1998 წელს დაარსდა. ის ქუთაისის ერთ-ერთ გარეუბანში
ფუნქციონირებდა. თავდაპირველად, საწარმოში მხოლოდ ხორბლის მიღება და
გადამუშავება ხდებოდა. ადგილზე ფქვილს და ქატოს ამზადებდნენ,
აფასოებდნენ და რეალიზაციაც აქვე ხდებოდა.
მოგვიანებით, კომპანიის დამფუძნებელმა პურის წარმოება გადაწყვიტა,
რომელიც საწარმოში წარმოებული ფქვილით დამზადდებოდა.
შპს "ელვა"-ს მიერ დამზადებული პური პირველად ბაზარზე 2004 წელს
გამოჩნდა, რომელმაც ღირსეული სახელი დაიმკვიდრა. 2008 წლიდან
კომპანიამ საკონდიტრო ნაწარმის წარმოება დაიწყო და მომხმარებელს
სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმი შესთავაზა.
"დღესდღეობით საწარმო უშვებს 10-მდე დასახელების პურსა და 40- მდე
დასახელების საკონდიტრო ნაწარმს.შპს "ელვა"-მ თავიდანვე მოიპოვა
მომხმარებლის მაღალი ნდობა, რაც განპირობებულია პროდუქციის მაღალი
ხარისხით. ჩვენი მისიაც სწორედ ეს არის: მომხმარებელს მივაწოდოთ
მაღალი ხარისხის პურ-პროდუქტი და საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც არ
შეიცავს სხვადასხვა დანამატებსა და კონსერვანტებს," - განგვიმარტა
კომპანის წარომადგენელმა, თემურ ქარქაშაძემ.
თავდაპირველად, საწარმოში 15 თანამშრომელი მუშაობდა, დღეს კი 120
ადამიანი სხვადასხვა ცვლაშია დასაქმებული. შპს"ელვა"-ში პროდუქციის
წარმოება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
ამ დროისათვის შპს "ელვას" პროდუქცია ქუთაისში კომპანიის ორ საფირმო
მაღაზიასა და მთელს დასავლეთ საქართველოს მაღაზიათა ქსელში იყიდება.
მათ მიწოდებას 20-მდე სადისტრიბუციო მანქანა უზრუნველყოფს. თუმცა,
კომპანიაში წარმოებული პურის რეალიზაცია მხოლოდ ქუთაისში ხდება.
საწარმოში ამბობენ, რომ ბაზრის შესწავლა მუდმივად მიმდინარეობს და
მომხმარებელს ყოველთვიურად სიახლეს სთავაზობენ.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი მთავარი სავიზიტო ბარათი,
წარმოებული პროდუქციის ხარისხია.
ხარისხის გამო, შპს "ელვას", გასულ წელს,საქართველოში მოქმედ პურისა
და საკონდიტრო ნაწარმის 30 საწარმოს შორის ოქროს რეიტინგი
მიენიჭა.
იხილეთ რუბრიკის ფარგლებში მომზადებული სხვა სტატიები:
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები