არის თუ არა სეიფი ნომერში, სპორტული მოედანი, ღამის კლუბი, დისკოთეკა, საბანკეტო დარბაზი, მონაწილეობთ თუ არა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში - ეს სასტუმროთა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებისთვის განკუთვნილი კითხვარების არასრული ჩამონათვალია.
ქუთაისის მერია ქალაქში არსებული ბიზნესობიექტების შეწავლას ახორციელებს. მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრვი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის მიერ შედგენილი კითხვარები რამდენიმე სეგმენტად არის დაყოფილი. ბიზნეს საწარმოს თითოეული სეგმენტისთვის განსახვავბეული კითხვარებია გათვალისწინებული.
მაგალითად, გაქვთ თუ არა ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის, არის თუ არა სეიფი ნომერში, სპორტული მოედანი, ღამის კლუბი, დისკოთეკა, საბანკეტო დარბაზი, მონაწილეობთ თუ არა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში - ეს სასტუმროთა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებისთვის განკუთვნილი კითხვარების არასრული ჩამონათვალია.
ტურისტული სააგენტოებისა და ტურ-ოპერატორების ბიზნესისთვის შემდეგი შეკითხვებია გათვალისწინებული - რამდენია დასაქმებული პერსონალი, საშუალო ხელფასის ოდენობა, სერვისის სახეები, მონაწილეობთ თუ არა საერთაშიროს ტურისტულ გამოფენებში.
ჯამში ბიზნეს სწარმოებითვის განსაზღვრული შეკითხვების რაოდენობა 6-დან 18-მდეა. ძირითადი შეკითხვები კი ამა თუ იმ საწარმოს ბიზნეს განვითარებას, ბოლო წლებში მოზიდულ ფინანსურ რესურსებს, საფინანსო რესურების ძირითად წყაროებს, რეკლამებისთვის გაწეულ ხარჯებს და ტრენინგის შესაძლო საჭიროებას უკავშირდება. ასევე, ერთ-ერთ შეკითხვას წარმოადგენს უახლოეს სამ წელიწადში რა მოლოდინები აქვთ ბიზესში.
ანკეტაში სადაც კითხვარებია ჩამოთვლილი, ასევე მითითებულია, რომ ბიზნესობიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ მისთვის კომერციული და პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადონ.
ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნული კვლევის
ჩატარება 26 მარტიდან დაიწყეს. კვლევას ქუთაისის მერიის საბინაო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, ტერიტორიული მართვის ერთეულების წარმომადგენლები ახორციელებენ.
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი ამბობს, რომ მათი მიზანია ქალაქში არსებული ბიზნეს საწაროების
პრობლემების შესწავლა მათივე ხელშეწყობის მიზნით. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწყებული კვლევის შედეგები დაახლოებით ორ თვეში გახდება ცნობილი.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები