რეგიონი
ტყიბულში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შვიდი საბავშვო ბაღი დააჯარიმა
FaceBook
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 7 საბავშვო ბაღი დააჯარიმა. ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან შეუსაბამობის გამო, ქალაქში ორი ბაღი, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღები დაჯარიმდნენ.

თითოეული ბაღის საჯარიმო თანხა 400 ლარის ოდენობით განისაზღვრა, რომლის გადახდაც სუსათის, კვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას, მოუწევს.



ტყიბულში სულ 14 საბავშო ბაღია. აქედან, 6 ქალაქში, ხოლო დანარჩენი სოფლებში  მდებარეობს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ტყიბულში  საბავშო ბაღების შემოწმება  მიმდინარე წლის 23 მაისს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, ტყიბულში დაჯარიმებული საბავშვო ბაღების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.  რაც შეეხება, დაჯარიმებულ ბაღებს, მათ  დაფიქსირებული ხარვეზი მიმდინარე წლის 1 სექტემბარმდე უნდა შეძლონ.

რა წერია დასკვნაში და რა დარღვევებზეა საუბარი ქუთაისიპოსტი თემაზე მუშაობას აგრძელებს და  ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


თეონა ჯანელიძე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.