მოსწავლე-ახალგაზრდობის უნიკალური შენობა, რომელიც უკვე რეაბილიტაციას
საჭიროებს, უფუნქციოდ დარჩენილი კინოთეატრი, ჟანგმოდებული ელმავლები
და ვაგონები,
გაუქმებული და შემოძარცვული საბაგირო, რომლის ექსტრემალურობით დღესაც
თავს იწონებს ძველი თაობა. ტყიბულში თითქოს დრო გაჩერდა... პირველი,
რაც თვალში მოგხვდება, დაცარიელებული საცხოვრებელი კორპუსები, ქუჩები
და ახალგაზრდობის ნაკლებობაა.
გამვლელებს აქ, ძირითადად, ქალაქის ცენტრში თუ იხილავთ, რადგან სწორედ
ტყიბულის ამ ნაწილშია განთავსებული ის ობიექტები, რომელთაც ადამიანები
ყოველდღიურ ყოფაში აუცილებლობიდან გამომდინარე სტუმრობენ.
ბაზარი, მაღაზიები, საავადმყოფო, სადგური, ეკლესია, სპორტის სასახლე,
პოლიცია, თეატრი და ადმინისტრაციული შენობა, თითქმის ერთ პერიმეტრზე,
400-500 მეტრის სიგრძეზეა განთავსებული. ამ მანძილის იქით კი
სიჩუმე და სიწყნარე სუფევს...
ტყიბულში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის 60-იანი წლების არქიტექტურა და
ფასადებია შემორჩენილი, ჟამთა სვლას და მოუვლელობას რომ
"შეუჭამიათ''... მეპატრონეებისგან მიტოვებული სახლები და უბნები
ნასახლარადაა ქცეული. ერთ დროს სავსე და სიცოცხლით სავსე მეშახტეთა
ქალაქი ახლა ნელ-ნელა ცარიელდება...
ტყიბულელების ძირითადი დასაქმების ადგილი, ადრეც და ახლაც, შახტაა.
იმუშაო შახტში კი ნიშნავს, იყო ყველაზე რისკიანი, მამაცი, მშრომელი.
იყო პროფესიონალი, ყოველდღე იშრომო წარმოუდგენელ პირობებში, სიცოცხლის
ფასადაც კი, ემსახურო ქვეყანასა და შენს ქალაქს...რადგან სწორედ
მეშახტეები ქმნიან დოვლათს და საკუთარი თავდაუზოგავი შრომით არჩენენ
არამარტო ოჯახებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიც
გარკვეული წვლილი შეაქვთ.
"იმუშაო შახტში ნიშნავს, იყო ყველაზე რისკიანი,
მამაცი, მშრომელი. იყო პროფესიონალი, ყოველდღე იშრომო
წარმოუდგენელ პირობებში, სიცოცხლის ფასადაც კი", - ამბობს
ტყიბულელი მეშახტე.
ტყიბულის მეშვიდე საჯარო სკოლა
ტყიბულის საავადმყოფო
საბავშვო ბაღი ტყიბულში
საცხოვრებელი კორპუსი ტყიბულში
ბაზრის შესასვლელი
სატრანსპორტო გაჩერება
საავტობუსო გაჩერება
თბოელექტროსადგური
საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს
არტი ტყიბულში
ტყიბული-ცხრაჯვარის საბაგიროს ხაზის შენობა, რომელმაც
ფუნქციონირება 1985-1986 წლებში შეწყვიტა.
მიტოვებული სახლი
ტყიბულის ცენტრალური ნაწილი, რუსთაველის ქუჩა
მოსწავლე ახალგაზრდობის შენობა
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები