"ჩვენ ჩვენი ურთიერთობები შესაბამის ინსტიტუტებთან დავალაგეთ" - ეს
განცხადება "ჯორჯიან მანგანეზის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსმა, ზაქარია ზალიკაშვილმა საწარმოს გაჩერებასთან
დაკავშირებით გააკეთა.
ზალიკაშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს მხოლოდ ის განმარტა, რომ
დღეს ფეროსშენადნობთა ქარხანამ მუშაობა განაახლა და ქარხნის მუშები
ეტაპობრივად დაუბრუნდებიან სამუშაო პროცესს.
თუმცა, რა გზით მოგვარდა არსებული პრობლემა და გადაიხადა თუ არა
ქარხანამ 17 მილიონი ლარის დავალიანება, ზალიკაშვილმა ამ თემაზე
საუბარი არ ისურვა.
მან კომენატრი არც შესაძლო საკადრო ცვლილებებზეც გააკეთა. თუმცა,
დაადასტურა რომ ფეროსშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გერეგა
ადგილზე არ იმყოფება.
"რაში გაინეტერესებთ სად არის. თავის საქმეზე არის წასული", -
განგვიმარტა სატელეფონო საუბრისას ზაქარია ზალკაშვილმა.
საწარმოში დასაქმებულები ჩვენთან საუბარში ადასტურეებნ რომ მატ
დაურეკეს და ქარხანაში გამოსვლა 15 მაისს სთხოვეს. ამ დროისთვის
კი, მათი ინფორმაციით, ღუმელები ჩართეს.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საწარმომ მუშაობა მიმდინარე წლის 29
აპრილიდან
ეტაპობრივად შეწყვიტა, ხოლო 5 მაისიდან ქარხანაში
ყველა ღუმელი გამოირთო.
პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა მაჩიტიძის ინფორმაცით,
ქარხანას 17 მილიონი ლარის დავალიანება აქვს, რის გამოც,
ელექტროენერგია სრულად გაითიშა.
ეკა დუგლაძე
მასალის გამოყენების პირობები