ქუთაისში, მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე "შემოდგომის
ფესტივალი" გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხალხური სანახაობები და ქალაქური
რომანსები, თათარას მოდუღება და ჩურჩხელის ამოვლება, ღვინის
დეგუსტაცია, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი აქსესუარების,
თექისა და ბატიკის ნაკეთობათა გამოფენა-გაყიდვა.
"ქუთაისში პირველად ვცადეთ შემოდგომის დღესაწაული აღგვენიშნა და ეს
სიმბოლურად, გიორგობას დავამთხვიეთ. აქ წარმოდგენილი ღონისძიებები
ძირითადად მოსავლის აღებას, ხვავს, დოვლათს უკავშირდება," - განაცხადა
ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.
"შემოდგომის ფესტივალის" ჩასატარებლად ქალაქის მერიამ მიმდინარე წლის
13 ოქტომბერს 8 822 ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მასში
გამარჯვებულად "ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი" გამოვლინდა, რომელმაც
ღონისძიების მოწყობაში 8 500 ლარი მოითხოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები